რუსეთის საჰაერო შემოტევების შედეგად ქალაქი გორი და რამდენიმე სოფელი დაიბომბა. გორი მთლიანად დაიკავეს რუსმა სამხედრო ძალებმა და ადგილობრივ მოსახლეობას სასტიკად უსწორდებიან, სახლებში უვარდებიან, აწამებენ და კლავენ ქართველებს.
გორის რაიონიდან დევნილი მოსახლეობა დღეს ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის შენობის წინ შეიკრიბა. ისინი ხელისუფლებისაგან თავშესაფარსა და კონფლიქტის ზონაში ჰუმანიტარული კორიდორის უზრუნველყოფას მოითხოვდნენ, რათა გამოიყვანონ დაჭრილი და დაღუპული ოჯახის წევრები და ნათესავები.
აქციის მონაწილეებმა ვაჟა-ფშაველას გამზირი გადაკეტეს. მოგვიანებით აქცია პატრულმა დაშალა და გამზირზე საავტომობილო მოძრაობა კვლავ აღდგა. ქვეყანაში მიმდინარე სამხედრო და პოლიტიკური პროცესების ფონზე ოპოზიციური პარტიები პოლიტიკური განცხადებების გაკეთებისაგან თავს იკავებენ.
|