Грузия Online

Main | My profile | Log out



მიხეილ სააკაშვილი საზოგადოებას კვლავ მიმართავს

11:34 PM
აგრესორების მიერ მიყენებულ ზარალს საქართველო ათმაგად აინაზღაურებს. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს საზოგადოებისადმი მიმართვაში განაცხადა.
"ჩვენ ყველაფერს ავაშენებთ ხელახლა, რაც ამ XXI საუკუნის მონღოლებმა, ატილას ბანდამ დაგვინგრია. მე გუშინ მადლობა გადავუხადე ჩემს ყოფილ კონკურენტს ლევან გაჩეჩილაძეს და სხვა მიუღებელ პერსონებს, ვინაიდან ყველას მიზანი დღეს სახელმწიფოს გადარჩენაა. დღეს მთავარია ერთიანობა, ის, რომ ყველანი დავეხმაროთ ერთმანეთს, რათა ჩვენი ქვეყანა კვლავ დადგეს ფეხზე",-განაცხადა პრეზიდენტმა.
მან აღნიშნა, რომ უპრეცედენტო იყო გუშინდელი მოვლენა, როდესაც თბილისისკენ ტანკები იძვროდნენ, ხოლო თბილისის ცენტრში უამრავი ადამიანი თამამად იდგა.
ამასთან პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსეთის იმიჯი საერთაშორისო ასპარეზზე მთლიანად განადგურებულია.
"რესეთის იმიჯის დასამარება მე ერთი ადამიანის სოცოცხლედაც კი არ მიღირს", - აღნიშნა პრეზიდენტმა.
მანვე საზოგადოებას გამძლეობისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ დღეს ყველაზე მთავარი გამძლეობაა, რომ ერმა სახელმწიფოებრიობა შეინარჩუნოს.
"თუ არ გვექნება სახელმწიფო, ჩვენი შვილები კვლავ ვიღაცის მონებად და მოსამსახურეებად გაიზრდებიან. უნდა გავუძლოთ და სახელმწიფო გადავარჩინოთ",-განაცხადა სააკაშვილმა.
სააკაშვილმა საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მიუხედავად საერთაშორისო საზოგადოების რეაქციით მისი უკმაყოფილებისა, რუსეთმა ნათლად დაინახა, რომ საქართველოს ძლიერი პატრონი ჰყავს.
"ძალიან მნიშვნელოვანი იყო აშშ-ს პრეზიდენტის განცხადება, რომ ამერიკა იწყებს სამხედრო ჰუმანიტარულ დახმარებას, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოს აეროპორტები და ნავსადგური აშშ-ს კონტროლის ქვეშ იქნება",-განაცხადა სააკაშვილმა.
სააკაშვილის განცხადებით, გუშინ რუსეთმა სცადა იმ დოკუმენტის მეშვეობით, რომელიც საფრანგეთის პრეზიდენტმა საქართველოში ხელმოსაწერად ჩამოიტანა, აესრულებინა "დიდი ხნის ოცნება".
"მასში ეწერა, რომ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის სტატუსი შემდეგში სხვაგვარად უნდა ყოფილიყო განხილული",-განაცხადა სააკაშვილმა და აღნიშნა, რომ რუსეთი მზად იყო უარი ეთქვა მისი გადადგომის მოთხოვნაზე აღნიშნული პუნქტის დაკმაყოფილების შემთხვევაში.
სააკაშვილმა განაცხადა, რომ იგი ამას არასოდეს დათანხმდება და "სისხლის ბოლო წვეთამდე იბრძოლებს" საქართველოს კუთვნილი ტერიტორიების საქართველოსვე შემადგენლობაში დასარჩენად.
ამასთან სააკაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს აქვს საკმარისი ტყვია-წამალი და იარაღი წინააღმდეგობის გასაწევად და იგი მხოლოდ საერთაშორისო საზოგადოების აზრის კონსოლიდაციას ელოდებოდა, რომელიც უკვე სახეზეა.
სააკაშვილმა აღნიშნა, რომ ეს არის უთანასწორო ბრძოლა, თუმცა საქართველო, როგორც წმინდა გიორგი, ამ ბრძოლაში გაიმარჯვებს.

 


Category: | Views: 977 | Added by: georgia | Rating: / |
Total comments: 0
Name *:
Email *:
Code *:



Login form
News calendar
«  August 2008  »
SuMoTuWeThFrSa
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
Search
Site friends
site statistics
Our poll
დაგვეხმარება მსოფლიო?
Total of answers: 254
Copyright MyCorp © 2024