უკრაინის პარლამენტში შესულია კანონპროექტი ქვეყნის ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის შავი ზღვის ფლოტის ყოფნის შეთანხმების დენონსაციის შესახებ.
უკრაინის საინფორმაციო საშუალებების ცნობით, შესაბამისი კანონპროექტი უკრაინის უმაღლეს რადაში ფრაქცია "ნაშა უკრაინამ" შეიტანა.
დღეს არსებული შეთანხმების მიხედვით, რუსეთის შავი ზღვის ფლოტმა უკრაინა 2017 წლისთვის უნდა დატოვოს, თუმცა საქართველოში განვითარებული მოვლენების შემდეგ, უკრაინის ხელისუფლებამ შავი ზღვის ფლოტთან დაკავშირებული შეთანხმების გაუქმება გადაწყვიტა.
გთავაზობთ ვიდეომასალას.
|