Грузия Online

Main | My profile | Log out



რუსეთის ჯარს საქართველოდან გასვლის საბოლოო გეგმა ჯერ არა აქვს

11:25 PM
საქართველოს ტერიტორიაზე შემოსული რუსეთის საოკუპაციო ჯარები გასვლას არ ჩქარობენ, მაგრამ აუცილებლად გავლენ - განაცხადა დღეს, მთავრობის მედია - ცენტრში გამართულ ბრიფინგზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ეკა ზღულაძემ.
მისი თქმით, რუსეთმა კარგად იცის, რომ მას აუცილებლად მოუწევს საქართველოს ტერიტორიის დატოვება და ამიტომ ცდილობს მაქსიმალური ტკივილი და ზიანი მიაყენოს ქვეყანასა და მის მოსახლეობას.
- “გაანადგუროს ქვეყნის ინფრასტრუქტურა და მოსახლეობაში ფსოქოლოგიური სტრესი შეიტანოს”.
- „ცოტა ხნის წინ, ტელეეთერით ვუსმენდი რუსეთის გენერალური შტაბის უფროსის გამოსვლას, სადაც მან თქვა, რომ რუსეთის ჯარს ჯერ არ აქვს საქართველოდან გასვლის საბოლოო გეგმა. პირველად მჯერა მე მათი. ისინი გეგმავდნენ შემოსვლას და დარჩენას“, - აცხადებს ეკა ზღულაძე და დასძენს, რომ რუსეთის 600 ათასიან არმიას ქართული ჯარი ვერასოდეს დაამარცხებს. მაგრამ გარდატეხა მოხდა და „რუსეთს მსოფლიოს თვალში ნიღაბი ჩამოეხსნა“.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა ჟურნალისტებს, რომლებიც სიცოცხლის ფასად ცხელი წერტილებიდან გვაწვდიან ინფორმაციას. აგრეთვე მადლობა გადაუხადა ექიმებსა და პედაგოგებს, დაჭრილებისა და დევნილების მიმართ გამოჩენილი გულისხმიერებისათვის.
ზღულაძის თქმით, ყველაზე მთავარი ის არის, რომ რუსი ჯარისკაცების მოსახლეობისა და ჟურნალისტების მიმართ ღია მოროდიორობა ვერ დაიფარება. ცნობილი კანადელი და ჰოლანდიელი ჟურნალისტების პირდაპირ ეთერში გადმოსცემდნენ ფაქტებს, თუ როგორ ართმევდნენ რუსი ჯარისკაცები მათ ავტომანქანებს, უმტვრევდნენ ვიდეოკამერებსა და რა ზემოქმედების პირობებში უხდებოდათ მუშაობა.
- „რუსეთის გენ.შტაბის უფროსმა თქვა, ბერლინის აღება დიდი მსხვერპლი დაუჯდა რუსეთსო. შევახსენებთ მას, რომ საქართველო არის ერთ-ერთი ქვეყანა, რომელმაც პროპორციულად ყველაზე მეტი ჯარისკაცი გააგზავნა სამამულო ომში და ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში 300 ათასზე მეტი ქართველი დაიღუპა“, - ამბობს ეკა ზღულაძე და დასძინა, რომ ეს ომი ქართულ მხარეს არ დაუწყია, მათ ეს ომი მოიგერიეს.

 


Category: | Views: 1002 | Added by: georgia | Rating: / |
Total comments: 0
Name *:
Email *:
Code *:



Login form
News calendar
«  August 2008  »
SuMoTuWeThFrSa
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
Search
Site friends
site statistics
Our poll
დაგვეხმარება მსოფლიო?
Total of answers: 254
Copyright MyCorp © 2024