უკრაინა მზადაა შესთავაზოს საქართველოს საკუთარი სამშვიდობო კორპუსი, რომელიც საერთაშორისო მანდატის ფდარგლებში ხელს შეუწყობს კონფლიქტის ზონაში სიტუაციის დარეგულირებას. ამის შესახებ ჟურნალისტებს უკაინის პრეზიდენტმა, ვიქტორ იუშენკომ განუცხადა. "დარწმუნებული ვარ, რომ ისეთ ქვეყნებს, როგორიც უკრაინაა, შუძლიათ კონფლიქტის ზონაში საკუთარი მშვიდობისმყოფელები სიტუაციის დასარეგულირებლად მიავლინონ. ეს იქნება ერთგვარი დემონსტრაცია იმისა, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ მშვიდობას და მზად ვართ, ავიღოთ ვალდებულება მის შესანარჩუნებლად", - განაცხადა იუშენკომ. ოფიციალური თხოვნით საერთაშორისო საზოგადოებისათვის და კონფლიქტის მხარეებისთვის იუშენკოს ჯერ არ მიუმართავს, თუმცა განცხადების დონეზე სურვილი უკვე გამოხატულია
|