რუსეთმა ამერიკის შეერთებულ შტატებს, "ნამდვილი პარტნიორის"- მოსკოვსა და "ილუზიური მოკავშირის"- თბილისს შორის არჩევანის გაკეთება მოსთხოვა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, ამერიკამ ღირებულებათა გადაფასება უნდა მოახდინოს და მხარეებს შორის სწორი არჩევანი გააკეთოს. ლავროვმა საქართველოს "ამერიკის შეერთებული შტატების სპეციალური "პროექტი" უწოდა".
"ჩვენ ვიცით, რომ აშშ ყურადებას, რასაკვირველია, თავის სპეციალურ "პროექტს" მიაქცევს", - განაცხადა რუსეთის საგარო საქმეა მინისტრმა. "მაგრამ მათ უნდა გაითვალისწინონ, რომ ილუზიურ "პროექტსა" და რეალურ მოკავშირეს შორის არასწორი არჩევანი მისი ქვეყნის მომავალზე არცთუ დადებითად იმოქმედებს."
ამასთან დაკავშირებით, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, კნდოლიზა რაისმა, განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლება, მყარ და ცალსახა პოზიციაზე დგას.
დიპლომატმა სერგეი ლავროვს ბუშის ადმინისტრაციის პოზიცია ნათლად განუმარტა.
"თუ საქმე არჩევანზე მიდგა, ამერიკის შეერთებული შტატები, სრულიად გარკვეულ პოზიციას დაიკავებს და დემოკრატიულად განვითარებად, ქართული სახელმწიფოს გვერდით დადგება" - განაცხადა რაისმა
|