დღეს, 14 აგვისტოს, საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი ეწვევა.
ამის შესახებ რაისმა გუშინ სატელევიზიო გამოსვლის დროს განაცხადა.
მანმადე კი იგივე ინფორმაცია პრეზიდენტმა ბუშმაც დაადასტურა, რომელმაც აღნიშნა, რომ იგი თბილისში აგზავნის აშშ-ს სახელმწიფო მდივანს რათა კიდევ ერთხელ დაადასტუროს მხარდაჭერა ქართველი ხალხისა და საქართველოს დემოკრატიული გზით არჩეული ხელისუფლების მიმართ.
თბილისში ვიზიტამდე რაისი პარიზს ეწვევა, სადაც შეხვედრას გამართავს პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზისთან.
|