დღეს, 14 აგვისტოს, 12:30 საათზე თბილისში თურქეთის პრემიერ-მინისტრს რეჯეფ ტაიპ ერდოღანს ელოდებიან.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ერდოღანი თბილისის აეროპორტიდან პირდაპირ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაემგზავრება, სადაც მიხეილ სააკაშვილთან პირისპირ შეხვედრას გამართავს.
უკვე ცნობილია, რომ ერდოღანი თბილისში საქართველოს მხარდასაჭერად ჩამოდის და გმობს სუვერენული ქვეყნის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიას.
დღესვე თბილის აშშ-ს სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი ეწვევა, თუმცა საგარეო საქმეთა სამინისტროში მისი ჩამოსვლის ზუსტ დროს არ აკონკრეტებენ. რაისი თბილისში პარიზიდან გამოემართება.
|