საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტომ თბილისში ცხინვალის კონფლიქტის რეგიონიდან დევნილი მოსახლეობის რეგისტრაცია დაიწყო. აღსანიშნავია, რომ დევნილი მოსახლეობის რეგისტრაციისთვის 50 მობილური ჯგუფი დაკომპლექტდა და შესაბამისი ტექნიკით აღიჭურვა. გარდა ამისა, რეგისტრაციისთვის ოპერატიულად სპეციალური კომპიუტერული პროგრამა შემუშავდა, რომელიც მაქსიმალურად გამარტივებულ რეჟიმში დევნილთა უმოკლეს ვადებში რეგისტრაციას უზრუნველყოფს. აღნიშნულ ღონისძიებაში აქტიურად მონაწილეობენ ცენტრალური საარჩევნო კომისია და საქართველოს ნავთობისა და გაზის კორმპორაცია. ჯგუფები გადანაწილდნენ დევნილებით კომპაქტურად ჩასახლებულ პუნქტებში და თითოეული შემადგენლობა ერთი სამუშაო დღის განმავლობაში დაახლოებით 300-მდე დევნილს მოემსახურება. დევნილებმა რეგისტრაციისთვის სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს დიდუბე-ჩუღურეთის ტერიტორიულ სამსახურს უნდა მიმართონ მისამართზე წერეთლის გამზირი №67ა. დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ცხელ ხაზზე 17 22 22.
|