რუსეთის წინააღმდეგ პირველი საერთაშორისო სანქციები დაწესდა. ნატო-ს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, რუსულ ხომალდს ნატო-ს ანტიტერორისტულ წვრთნებში მონაწილეობა აეკრძალა. აღნიშნული გადაწყვეტილება ნატო-მ რუსეთის მიერ საქართველოში განხორციელებული ქმედებების გამო მიიღო. გარდა ამისა, აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა იაპონიის ზღვაზე გამართულ რუსულ სამხედრო წვრთნებში მონაწილეობის მიღებაზე უარი განაცხადეს. შეგახსენებთ, რომ ამ წვრთნებში მონაწილეობა სულ ოთხ ქვეყანას - აშშ-ს, დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთსა და რუსეთს უნდა მიეღო.
|