რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს კონფლიქტის ზონაში მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ რუსული ჯარის მიერ განხორცილებულ აგრესიაზე და მარადიორობის ფაქტებზე პასუხი არ აქვს. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გუშინ ლავროვსა და მის ქართველ კოლეგას ეკა ტყეშელაშვილს შორის გამართულ სატელეფონო საუბარზე დაყრდნობით აცხადებს. "რუს კოლეგასთან სატელეფონო საუბრის დროს ეკა ტყეშელაშვილმა რუსული მხარის მიერ საქართველოში განხორციელებული სასტიკი ეთნოწმენდა და ქართული მოსახლეობის დაყაჩაღების ფაქტები მკაცრად გააკრიტიკა, რაზეც ლავროვმა პასუხის გაცემა ვერ შეძლო", - ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში. ამასთან, ტყეშელაშვილმა რუსული მხარისგან "ცეცხლის შეწყვეტის შესახებ" ხელშეკრულების შესრულება კიდევ ერთხელ მოითხოვა.
|