რუსული შენაერთები გორს არ ტოვებენ
შეთანხმების მიუხედავად, რუსული შენაერთები გორს არ ტოვებენ. ქართული პოლიცია გორიდან ისევ გამოვიდა. როგორც "პირველს" გორიდან აცნობეს, ამ დროისათვის რუსული საჯარისო ნაწილები გორიდან გასვლის ორგანიზებას არ გეგმავენ, ქართული პოლიცია კი, რომელიც დილიდან გორს იკავებდა, ქალაქი უკვე დატოვა. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე ხნის წინ რუსულმა მხარემ საჯარისო ნაწილების გორიდან გაყვანის შესახებ განაცხადა.
|