კონფლიქტის ზონებში მოქმედი ქართველი სამშვიდობო ძალების სარდლის, გენერალ მამუკა ყურაშვილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. როგორც "პირველს" თავდაცვის სამინისტროში განუცხადეს, კონფლიქტის ზონაში ბრძოლის დროს მამუკა ყურაშვილი დაიჭრა, თუმცა მის სიცოცხლეს ამ ეტაპზე საფრთხე აღარ ემუქრება. სამინისტროს ინფორმაციით, გენერალი ყურაშვილი დღეს სამსახურშიც იყო მისული. შეგახსენებთ, რომ გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმად, მამუკა ყურაშვილი დაჭრილი იყო და მისი ადგილსამყოფელი არავინ იცოდა.
|