პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე გივი თარგამაძემ პარლამენტის წევრებსა და ქართულ პოლიტიკურ სპექტრს მოუწოდა დადონ პირობა, რომ საქართველო აღარასოდეს გაწევრიანდება ისეთ ორგანიზაციაში, სადაც რუსეთს ოდნავ გადამეტებული ფუნქცია ექნება.
ეს განხადება გივი თარგამაძემ დღეს პარლამენტის საგანგებო სხდომაზე გააკეთა და იმედი გამოთქვა, რომ საერთაშორისო ცივილიზებული საზოგადოების გადაწყვეტილებით, „რუსეთი ყველა ცივილიზებული ინსტიტუტიდან გაქრება“.
მისივე თქმით, ქვეყანა, რომელიც ცივილიზაციას ასწლეულების მანძილზე ვერ ეზიარა, რამდენიმე წელიწადში ცივილიზებული ვერ გახდება.
- “რუსეთის ქმედებებმა გვიჩვენა, რომ იგი არის მონღოლური ურდო. მისი ადგილი დსთ-შია, რომელიც ჩვენი უახლოესი მეგობრების გარეშე დარჩება“, - ამბობს თარგამაძე.საქართველოს პარლამენტი რუსეთის პოლიტიკურ ბლოკადაში მოქცევას შეეცდება სიახლე — თავფურცელი 20:20 14.08.2008
|