Грузия Online

Main | My profile | Log out



დიმიტრი სანაკოევი: კონფლიქტის ზონაში 50-მდე მშვიდობიანი მოქალაქეა

8:49 PM
რუსული სამხედრო ძალა საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციას კვლავაც განაგრძობს. მიღწეული შეთანხმებების მიუხედავად რუსი ჯარისკაცები და სამხედრო ტექნიკა გორში, ფოთსა და სენაკში რჩებიან.
მათი მიზანი სამხედრო ობიექტებისა და ინფრასტრუქტურის განადგურება და გაძარცვაა. რუსი ჯარისკაცები მარადიორობით არიან დაკავებული.
რა რაოდენობით არიან წარმოდგენილი ცხინვალის რეგიონში რუსული სამხედრო ძალები, რა ვითარებაა ამ დროისთვის კონფლიქტის ზონაში, ამის შესახებ ინფორმაცია თითქმის არ არსებობს.
ასევე არავინ იცის, რა მდგომარეობაში იმყოფება ამ დროისთვის იქ დარჩენილი მშვიდობიანი მოსახლეობა.
არავითარი ცნობები არ არსებობს დაჭრილებისა და დახოცილების შესახებ. საქართველოს ხელისუფლება რუსულ მხარეს ჰუმანიტარული დერეფნის გაკეთებას სთხოვს, რათა კონფლიქტის ზონიდან დაჭრილების, დაღუპულებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის გამოყვანა დროულად მოხერხდეს.
თუმცა, რამდენიმედღიანი მოლაპარაკების მიუხედავად რუსული მხარე ქართველების ამ მოთხოვნას ჯერჯერობით არ აკმაყოფილებს.
როგორც “პრესა.გე”-სთვის გახდა ცნობილი ამ საკითხზე სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის უფროსი დიმიტრი სანაკოევი და მისი აპარატი მუშაობს.
თბილისში გაჩნდა გარკვეული კითხვები, თუ რა პოზიციაზე არიან ახლა ეთნიკური ოსები, რომლებიც ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებასთან კონფრონტაციაში იყვნენ.
“პრესა.გე” დიმიტრი სანაკოევს დაუკავშირდა.
ბატონო დიმიტრი, ახლა თქვენ სად იმყოფებით?
- ახლა მე თბილისში ვარ და ვცდილობ, აქედან გავაკეთო ყველაფერი, რაც საჭიროა.
როგორ შეფასებას მისცემთ ყველაფერ იმას, რაც ბოლო დღეებში ცხინვალის რეგიონსა და მთელ საქართველოში მოხდა?
- ყველაფერ იმაზე, რაც მოხდა, ამ ეტაპზე რაიმე კომენტარის გაკეთება ძალიან მიჭირს. მთელი მსოფლიო შეშფოთებულია რუსეთის აგრესიული ქმედებების გამო. ახლა ჩვენი მთავარი საზრუნავი კონფლიქტის ზონაში დარჩენილი ადამიანები არიან, მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფა ყველაზე მნიშვნელოვანია. საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად სწორედ ამ საკითხებზე ვმუშაობთ.
თუ გაქვთ ინფორმაცია, რამდენი მშვიდობიანი მოქალაქეა კონფლიქტის ზონაში დარჩენილი და როგორია მათი მდგომარეობა?
- ამ ეტაპზე როგორც ჩვენთვის ცნობილია, კონფლიქტის ზონაში დაახლოებით 50-მდე მშვიდობიანი მოქალაქეა დარჩენილი. ახლა ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ რაც შეიძლება დროულად გაკეთდეს ჰუმანიტარული კორიდორი, რომ ამ ხალხის გამოყვანა მოხერხდეს.
თუ გაქვთ ინფორმაცია დაჭრილების შესახებ?
- ჯერჯერობით დაჭრილების შესახებ ინფორმაცია არ მოგვეპოვება. თუმცა, ამის დასადგენად ვმუშაობთ. მთავარია, ოსურ, რუსულ და ქართულ მხარეებს შორის ამ საკითხებზე მოლაპარაკება ეფექტურად წარიმართოს.
თუ გაქვთ ინფორმაცია, სად იმყოფება ამჟამად ედუარდ კოკოითი?
- როგორც ჩემთვის ცნობილია, ახლა ის მოსკოვშია.

 


Category: | Views: 1470 | Added by: georgia | Rating: / |
Total comments: 1
1 georgia  
0
cry cry cry cry

Name *:
Email *:
Code *:



Login form
News calendar
«  August 2008  »
SuMoTuWeThFrSa
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
Search
Site friends
site statistics
Our poll
დაგვეხმარება მსოფლიო?
Total of answers: 254
Copyright MyCorp © 2024