უკრაინისა და აშშ-ის პრეზიდენტებმა საქართველოში სიტუაციის დარეგულირების გზებზე იმსჯელეს. "ინტერფაქსის" ცნობით, ვიქტორ იუშენკოსა და ჯორჯ ბუშს შორის ამ საკითხზე სატელეფონო საუბარი გაიმართა. უკრაინის პრეზიდენტის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა უკრაინელ კოლეგას ცეცხლის შეწყვეტის ღონისძიებებში შეტანილი წვლილისათვის და უკრაინის მიერ საქრთველოსთვის გაწეული ჰუმანიტარული დახმარებისთვის.
|