რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, "რუსეთისთვის სააკაშვილთან მოლაპარაკებებში ჩართვა შეუძლებელია". "მას შემდეგ, რაც მან ჩაიდინა, რუსეთისთვის სააკაშვილი არასანდო პარტნიორია და მასთან საუბარი ამიერიდან ჩვენთვის უბრალოდ შეუძლებელია" – განაცხადა ლავროვმა დღეს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული რეჟიმების ლიდერებთან შეხვედრაზე. მისივე თქმით, "რუსეთს არ სურს საქართველოს დაშლა, მაგრამ დე ფაქტოდ შექმნილი სიტუაცია ისეთია, რომ არც ოსებს და არც აფხაზებს არ სურთ ერთ სახლმწიფოში ცხოვრება იმ ადამიანთან, რომელიც მათ წინააღმდეგ საკუთარ ჯარებს უშვებს". ხუთშაბათს რუსეთის პრინციპული უარი, კონტაქტი იქონიოს საქართველოს პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან რუსეთის ფედერაციის ვიცე-პრემიერმა სერგეი ივანოვმაც დაადასტურა. BBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში მან განაცხადა, რომ "რუსეთი აღარ ისაუბრებს სააკაშვილთან მას შემდეგ, რაც მან ჩაიდინა". "ჩვენ მას მშვიდობა შევთავზეთ, მაგრამ არა მეგობრობა", - აღნიშნა ივანოვმა.
|