რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის განცხადებით, "რუსეთი მხარს დაუჭერს აფხაზი და ოსი ხალხის ნებისმიერ გადაწყვეტილებას ამ რესპუბლიკების სტატუსთან დაკავშირებით". ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა დღეს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული რეჟიმების ლიდერებთან შეხვედრისას განაცხადა. "რუსეთის პოზიცია ურყევია: ჩვენ მხარს დავუჭერთ აფხაზი და ოსი ხალხის ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რომელიც გაერო-ს წესდების, 1966 წლის საერთაშორისო კონვენციისა და "ევროპის უსაფრთხოების შესახებ" ჰელსინკის ხელშეკრულების შესაბამისად იქნება მიღებული და არა მარტო დავუჭერთ, არამედ მათ გარანტირებას მოვახდებთ კავკასიასა და მთელს მსოფლიოში" – განაცხადა მედვედევმა.
|