Грузия Online

Main | My profile | Log out



სერგეი ლავროვი: "საუბარი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე შეგვიძლია, დავივიწყოთ"

10:49 PM

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, "საუბარი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე შეგვიძლია, დავივიწყოთ". ამის შესახებ ლავროვმა დღეს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული რეჟიმების ლიდერებთან შეხვედრაზე განაცხადა.  მისი თქმით, "ახლა საქართველოს ტერიტორიაზე კონფლიქტების მოგვარების შესახებ ნებისმიერ დოკუმეტში ჩართვა და საუბრები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის თაობაზე აფხაზებისა და ოსების მიმართ ღრმა ადამიანურ შეურაცყოფად იქნებოდა აღქმული.  ვფიქრობ, შეგვიძლია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შესახებ საუბრები დავივიწყოთ, რადგან შეუძლებელია, აიძულო აფხაზები და ოსები, დასთანხმდნენ იმ ლოგიკას, რომ საქართველოს სახელმწიფოს შემადგენლობაში ძალით დაბრუნდნენ" – განაცხადა რუსეთის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა. "რუსეთს არ სურს საქართველოს დაშლა, მაგრამ დე ფაქტოდ შექმნილი სიტუაცია ისეთია, რომ არც ოსებს და არც აფხაზებს არ სურთ ერთ სახლმწიფოში ცხოვრება იმ ადამიანთან, რომელიც მათ წინააღმდეგ საკუთარ ჯარებს უშვებს" - დასძინა ლავროვმა, რომლის შეფასებით, "რუსეთისთვის სააკაშვილთან მოლაპარაკებებში ჩართვა შეუძლებელია". ხუთშაბათს რუსეთის პრინციპული უარი, კონტაქტი იქონიოს საქართველოს პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან რუსეთის ფედერაციის ვიცე-პრემიერმა სერგეი ივანოვმაც დაადასტურა. BBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში მან განაცხადა, რომ "რუსეთი აღარ ისაუბრებს სააკაშვილთან მას შემდეგ, რაც მან ჩაიდინა".
"ჩვენ მას მშვიდობა შევთავაზეთ, მაგრამ არა მეგობრობა", - აღნიშნა ივანოვმა.


 


Category: | Views: 979 | Added by: georgia | Rating: / |
Total comments: 0
Name *:
Email *:
Code *:



Login form
News calendar
«  August 2008  »
SuMoTuWeThFrSa
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
Search
Site friends
site statistics
Our poll
დაგვეხმარება მსოფლიო?
Total of answers: 254
Copyright MyCorp © 2024