რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი "კავკასიასა და მთელს მსოფლიოში" საერთაშორისო შეთანხმებების შესრულების "გარანტირებით" იმუქრება. "რუსეთის პოზიცია ურყევია: ჩვენ მხარს დავუჭერთ აფხაზი და ოსი ხალხის ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რომელიც გაერო-ს წესდების, 1966 წლის საერთაშორისო კონვენციისა და "ევროპის უსაფრთხოების შესახებ" ჰელსინკის ხელშეკრულების შესაბამისად იქნება მიღებული და არა მარტო დავუჭერთ, არამედ მათ გარანტირებას მოვახდენთ კავკასიასა და მთელს მსოფლიოში" – განაცხადა მედვედევმა დღეს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული რეჟიმების ლიდერებთან შეხვედრისას.
|