Грузия Online

Main | My profile | Log out



გერმანიის ელჩი ლტოლვილებს ჰუმანიტარულ დახმარებას გადასცემს

12:56 PM
გერმანიის ელჩი პარტიცია ფლორი ლტოლვილებს ჰუმანიტარულ დახმარებას გადასცემს გერმანიის ელჩი საქართველოში, ქალბატონი დოქტ. პატრიცია ფლორი დღეს 15 საათზე, თბილისში დარიალის ქ. 17-ში მდებარე 75-ე საბავშვო ბაღში (ვაკის პარკთან) UNHCR -ის წარმომადგენლებთან ერთად იქ მყოფ მოქალაქეებს გადასცემს ჰუმანიტარულ დახმარებას, რომელიც გერმანიის მიერ დაფინანსდა.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის განკარგულებით გერმანიის საგარეო უწყებამ ჰუმანიტარული დახმარებისათვის ერთი მილიონი ევრო გამოყო.
დახმარება განკუთვნილია ცხელი წერტილებიდან გამოქცეული მოსახლეობისათვის და პირველ რიგში გამოყენებული იქნება მათი საცხოვრებლით, მედიკამენტებით და პირველადი მოხმარების საგნებით უზრუნველსაყოფად.
გამოყოფილი სახსრები გადაეცა გაეროს ლტოვილთა უმაღლეს კომისარიატსა (UNHCR) და წითელ ჯვარს, რათა ერთიანი ძალისხმევით მოხერხდეს დაზარებულთა ყოფითი პრობლემების შემსუბუქება

 


Category: | Views: 1029 | Added by: georgia | Rating: / |
Total comments: 0
Name *:
Email *:
Code *:



Login form
News calendar
«  August 2008  »
SuMoTuWeThFrSa
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
Search
Site friends
site statistics
Our poll
დაგვეხმარება მსოფლიო?
Total of answers: 254
Copyright MyCorp © 2024