Грузия Online

Main | My profile | Log out



საჯარო რეესტრი დაზარალებულ თანამშრომლებს ფულადი და მატერიალური დახმარებით უზრუნველყოფს

12:59 PM

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირები კონფლიქტის ზონაში დაზარალებულ ტერიტორიული სამსახურების თითოეულ თანამშრომელს 1000 ლარით დაეხმარებიან. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ გორიდან, ერედვიდან და ქურთიდან დევნილი თანამშრომლებისა და მათი ოჯახის წევრების დაბინავება და დახმარება უზრუნველყო. იძულებით გადაადგილებული კოლეგებისთვის სააგენტომ უკვე იქირავა საცხოვრებელი ფართები, გადასცა მათ ავეჯი და პირველადი მოხმარების საგნები. ცენტრალურ აპარატში გროვდება სხვადასხვა ნივთები, მათ შორის - ტანსაცმელი და საკვები პროდუქტები კონფლიქტის ზონაში დაზარალებულთათვის. სააგენტომ კონფლიქტის ზონიდან დევნილი თანამშრომლებისთვის ფულადი დახმარება - თითოეულზე 1000 ლარი გამოყო. მატერიალური მხარდაჭერა კვლავაც გაგრძელდება. გარდა ამისა, სააგენტო ხელს შეუწყობს მათი დამწვარი სახლების აღდგენას და სრულ რეაბილიტაციას. საჯარო რეესტრი დაზარალებული თანამშრომლების დახმარებას მომავალშიც გააგრძელებს.


 


Category: | Views: 1511 | Added by: georgia | Rating: / |
Total comments: 1
1 manuchar  
0
mmmmmmmmmmmmmmmmmm

Name *:
Email *:
Code *:



Login form
News calendar
«  August 2008  »
SuMoTuWeThFrSa
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
Search
Site friends
site statistics
Our poll
დაგვეხმარება მსოფლიო?
Total of answers: 254
Copyright MyCorp © 2024