[InterPressNews] ბორჯომისა და დაბა ცემის ტერიტორიის ცეცხლგამჩენი ჭურვებით დაბომბვაზე საქართვლოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.
- "დღეს, 15 აგვისტოს, დაახლოებით 15:30 საათზე რუსეთის სამხედრო ვერტმფრენებმა დაიწყეს ქალაქ ბორჯომისა და დაბა ცემის მიმდებარე ტერიტორიის დაბომბვა საერთაშორისო კონვენციით აკრძალული ცეცხლგამჩენი ჭურვებით, რასაც მოჰყვა ტყის ფართო მასივებს აალება და სამხრეთ საქართველოში თხუთმეტამდე ცეცხლის კერის გაჩენა.
აღნიშნული ქმედებით რუსეთის ფედერაციამ დაარღვია მის მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებები, კერძოდ, "ჩვეულებრივი იარაღის მეტისმეტი დაზიანების მიმყენებელი ან განურჩეველი მოქმედების სახეობათა აკრძალვის ან შეზღუდვის შესახ" კონვენციის "ცეცხლის გამჩენი იარაღის გამოყენების აკრძალვის ან შეზღუდვის შესახებ მესამე ოქმი."
ამ უკანაკსნელის მეორე მუხლის 4 პუნქტი უშუალოდ კრძალავს ტყეების ან მცენარეული საფარის თავდასხმის ობიექტად გადაქცევას ცეცხლგამჩენი იარაღის გამოყენებით.
აღნიშნული ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ როგორ უგულვებელყოფს რუსეთის ფედერაცია მის მიერვე ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს და არსებული საერთაშორისო ნორმების მიუხედავად, საქართვლოს პირდაპირი ოკუპაციის პარალელურად ახორციელბს ქვეყნის ბუნებრივი რესურსების მიზანმიმართულ და ცინიკურ განადგურებას.
საქართველოს საგარო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, უმკაცრესი შეფასება მისცეს რუსეთის მიერ განხორეციელებულ ქმედებებს საქართველოს ტერიტორიაზე და აიძულოს ის დაიცვას შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ", - აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
|