Грузия Online

Main | My profile | Log out



ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას ხელი ოფიციალურად მოაწერა

9:12 AM

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას ხელი ოფიციალურად მოაწერა.

აღნიშნულ დოკუმენტზე ხელმოწერა საქართველოს პრეზიდენტის მიერ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან კონდოლიზა რაისთან შეხვედრისას მოხდა.

როგორც შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე აღინიშნა, ამ დოკუმენტზე უკვე არსებობს ევროკავშირის თავმჯდომარის, საფრანგეთის პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის ხელმოწერა და დღესვე ამ დოკუმენტს ხელი უნდა მოაწეროს რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა.

დოკუმენტი ითვალისწინებს რუსული ჯარების დაუყოვნებლივ გაყვანას საქართველოს ტერიტორიიდან, საქართველოს და რუსეთის შეიარაღებული ნაწილების დაბრუნებას დისლოკაციის ადგილებში; ასევე დოკუმენტში საუბარია საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციის განხორციელებაზე.

როგორც ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა განაცხადა, რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს საქართველოს ტერიტორია და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყება ქვეყნის ინფრასტრუქტურის აღდგენაზე მუშაობა.

ამასთანავე, კონდოლიზა რაისის განცხადებით, ეუთო-ს დამკვირვებლები უკვე მზად არიან ჩამოვიდნენ საქართველოში და ისინი დაკვირვებას განახორციელებენ იმ პროცესებზე, რომელიც ამ ხელშეკრულების ფარგლებში უნდა განხორციელდეს. ამერიკის სახელმწიფო მდივანმა იმედი გამოთქვა, რომ რუსეთი საერთაშორისო დამკვირვებლებთან ითანამშრომლებს.

როგორც სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რუსეთის თავდასხმამ საქართველოზე ამერიკისა და ევროპის სახელმწიფოების წინაშე კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა რუსეთთან მათი ურთიერთობის საკითხი.

კონდოლიზა რაისის თქმით, ასევე საერთაშორისო დისკუსია მიმდინარეობს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონებში საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებთან დაკავშირებით, სადაც სამშვიდობო ძალები უნდა იყვნენ ნეიტრალური.

თუმცა, მისივე თქმით, ეს საკითხი მომდევნო ეტაპია, პირველ ეტაპზე კი უნდა მოხდეს ცეცხლის შეწყვეტა და რუსეთის შეიარაღებული ნაწილების ქვეყნის ტერიტორიიდან გაყვანა.


 


Category: | Views: 1294 | Added by: georgia | Rating: / |
Total comments: 0
Name *:
Email *:
Code *:



Login form
News calendar
«  August 2008  »
SuMoTuWeThFrSa
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
Search
Site friends
site statistics
Our poll
დაგვეხმარება მსოფლიო?
Total of answers: 254
Copyright MyCorp © 2024