Грузия Online

Main | My profile | Log out



დევნილთა დახმარება საკმარისი მაინც არ არის

9:13 AM

”ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ” შიდა ქართლიდან დევნილი მოსახლეობის დროებითი განსახლება დაიწყო. თბილისში აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე კარავი დაიდგა, რომელშიც დაახლოებით 300-მდე მოსახლე განათავსეს.

დღეიდან დაიწყო დევნილების მომარაგება სურსათით და პირველადი მოხმარების საგნებით. არასამთავრობო ორგანიზაცია ” საერთაშორისო ფონდი XXI საუკუნემ” ომის შედეგად დაზარალებულ დევნილებს ტანსაცმელი და ბავშვებისათვის რბილი სათამაშოები გადასცა.

უსახლკაროდ დარჩენილ მოსახლეობას თანადგომას მოქალაქეებიც უცხადებენ და შეძლებისდაგვარად მათთვის საჭირო ნივთებით ამარაგებენ.

გორის რაიონიდან დევნილი ერთ-ერთი ოჯახის უფროსი presa.ge-ს უყვება, რომ ”მათ სახლებს ძირითადად კაზაკები და ოსები ძარცვავენ და წვავენ”.

კარავში შევხვდით ფეხში დაჭრილ დავით ბერძენაშვილს, რომელმაც დაჭრილ მდგომარეობაში ძლივს გამოაღწია გორის საავადმყოფოდან.

დევნილთა უმრავლესობა დახმარებას სხვადასხვა ჰუმანიტარული ორგანოზაციიდან ღებულობს, მაგრამ როგორც ჩანს დახმარება საკმარისი მაინც არ არის.

პატარა ბავშვებისთვის კი ალბათ საუკეთესო საჩუქარია სათამაშო (ვიდეო - 07:32). სავარაუდოდ დევნილები დახმარებას უახლოეს დროში კვლავ მიიღებენ.


 


Category: | Views: 1233 | Added by: georgia | Rating: / |
Total comments: 0
Name *:
Email *:
Code *:



Login form
News calendar
«  August 2008  »
SuMoTuWeThFrSa
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
Search
Site friends
site statistics
Our poll
დაგვეხმარება მსოფლიო?
Total of answers: 254
Copyright MyCorp © 2024