საქართველოს მთავრობა რუსული სამხედრო ძალების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ბოლო ქმედებების ქრონოლოგიას აქვეყნებს.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 10:30 საათზე - გორის რაიონის სოფელ საგოლაშენში ოსმა სეპარატისტებმა დამოუკიდებელი ჟურნალისტის მარგარიტა ახვლედიანის ავტომანქანას ესროლეს. ჟურნალისტს წაართვეს ავტომანქანა, კამერა და სხვა ნივთები.
13:00 რუსმა სამხედროებმა ფოთში დააკავეს ერთი თურქი და "როიტერის" ორი ჟურნალისტი (მათგან ერთი საქართველოს მოქალაქე).
15:30 საათზე - რუსული ვერტმფრენები ბორჯომი-ცემის ტყეების თავზე დაფრინავდნენ და იქ ცეცხლგამჩენ ჭურვებს ყრიდნენ. შედეგად გაჩნდა 12-15 ცეცხლის კერა. რუსმა სამხედრო პირებმა დაადასტურეს აღნიშნულ ტერიტორიაზე ვერტმფრენების გადაფრენა, მაგრამ ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებიათ.
16:10 საათზე - რუსმა სამხედროებმა ქარელის რაიონის სოფელ გოგეთიდან ნამგალაურების ოჯახის 4 წევრი გაიტაცეს. გამტაცებლებმა ზნაურისკენ აიღეს გეზი.
17:00 საათზე - რუსულმა ჯარებმა ფოთიდან გასვლა დაიწყეს. მათ თან გაიყოლეს "შავი ზვიგენის" ტიპის 8 ნავი, ა ტიპის 7 ნავი, სანაპირო დაცვის 2 ხომალდი. მათ ასევე ფოთის სანაპირო დაცვის შენობებიდან წაიღეს სხვადსხვა მოწყობილობები.
18:30 საათზე რუსეთის არმიის 9 ჯავშანტექნიკა, რომელთაც თან ახლდა მი-24 ტიპის 3 ვერტმფრენი, თბილისის მიმართულებით დაიძრა. ისინი გაჩერდნენ კასპის რაიონის სოფელ იგოეთის მახლობლად, თბილისიდან დაახლოებით 25 კმ-ში და საკონტროლო-გამშვები პუნქტი
|