ხელი მოვაწერე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულებას, მაგრამ ეს არ არის პრობლემის საბოლოო მოგვარება, საბოლოო გადაწყვეტა. რუსეთის ოკუპაცია, რუსეთის თავდახმა უნდა დაასრულოს ამ ხელშეკრულებამ. განაცხადა 15 აგვისტოს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანტან კონდოლიზა რაისთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
"ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულება ჩვენს და რუსეთს შორის რომელსაც მედიატორობენ და ხელს უწყობენ ამ ხელშეკრულების განხორციელებას შეერთებული შტატები და საფრანგეთი, ამ დროებითი ზომიდან უკვე გადავიდეთ იმაზე, ისეთ მნიშვნელოვან მომენტებზე, როგორიცაა სამშვიდობოები, სამშვიდობოების მომენტი, მოხდეს იმ ადამიანების მოცილება, ჩანაცვლება ვინც ქმნიამ ამ პრობლემებს", _ განაცხადა პრეზიდენტმა.
|