აქართველოში შეჭრილ რუსეთის 58-ე არმიის სისუსტეებსა და დანაკარგებზე აკეთებს აქცენტს: ”სამხედრო ზესახელმწიფოს პირობაზე, 58-ე არმია თანამედროვე ძალად არ გამოიყურებოდა.
გამარჯვება მოიპოვეს რიცხობრივი უპირატესობით, როგორც ძველ, საბჭოთა დროს. რუსები საქართველოში შემოვიდნენ არაადექვატურად დაცული ტრანსპორტით.
მათ არ ჰყოფნიდათ საჰაერო სადაზვერვო პლატფორმები, თავისი არტილერიის და ბომბდამშენებისათვის მიზნის საჩვენებლად. მათ დაკარგეს 4 თვითმფრინავი, მათ შორის - ტუ-22. თვითმფრინავების დაკარგვა უსიამოვნებაა, მაგრამ მეთაურის დაკარგვა, საშინელი უპასუხისმგებლობაა.
არმიის მეთაური გენერალი ხრუევი დაჭრილი აღმოჩნდა – სათანადო დაცვის გარეშე ავტოკოლონით მიდიოდა. ყველაზე უსიამოვნო რუსებისათვის იყო აღმოჩენა, რომ ტექნიკური თვალსაზრისით, ქართველები უკეთეს ტექნიკას ფლობენ.
ქართული ტანკები - ტ72 და სუ-25 ღამის ხედვის მოწყობილობას ფლობენ, რაც რუსებს არ აქვთ. ”რუსებს მოქმედება მოუწიათ ტექნიკურად სუსტ პირობებში,”- აღიარა ”მოსკოვ თაიმსთან” საუბარში სტრატეგიული ანალიზის და ტექნოლოგიების ინსტიტუტის დირექტოტის მოადგილემ, კონსტანტინე მაკიენკომ”.
|